წლების შემდეგ

Standard

Image

–          გამარჯობა!

–          გაგიმარჯოს!

–          ნინო? როგორ ხარ?

–          გმადლობთ კარგად, მაგრამ ნინო არა ვარ!

–          მაპატიეთ ქალბატონო, ხელი შემთხვევით მომიხვდა თქვენს ხელზე და საოცრად მივამსგავსე იგი ნინოს ხელს.

–          არაუშავს ბატონო.

–          სად მიბრძნდებით?

–          ავლაბარში!

–          ძალიან კარგი, მე კოლმეურნეობაზე ჩავდივარ, შეგიძლიათ შემახსენოთ, როდესაც იქ ვიქნებით?

–          კი!

–          რატომ ხართ ასეთი სიტყვაძუნწი? იცით? თქვენ ხმაც საოცრად მიგიგავთ ნინოზე… 

ეს ცხრა წლის წინ მოხდა. იმ დღეს ნინოსთან შესახვედრად მივდიოდი ავტოკატასტრფაში რომ მოვყევი და მხედველობა დავკარგე. ნინო კი არც მოსულა ჩემს სანახავდ, ის იმ დღიდან დაიკარგა,მე კი დღემდე ველოდები… ხმას რატომ არ მცემთ? რატომ სუნთქავთ ასე? თვალები სველი გაქვთ, თქვენ ტირით? რატომ? შეუძლებელია ამდენი დამთხვევა, თქვენ ნინოსავით თვალები გაქვთ! ღმერთო ჩემო…

–          გააჩერეთ!

–          მოიცა, ნუ წახვალ.

–          გააჩერეთ!

–          ქალბატონო ცოტა ფრთხილად ჩადით, ნუ გადამიარეთ! ვინ იყო ბატონო ის ქალი, რომ გადამთელა ლამის?!

–          ნინო, ჩემი ნინო!

ერთგულება!

Standard

Image

მას ის უყვარდა, მთელი არსებით უყვარდა. საოცარია, რატომ არ მოდის და არ ნახულობს? რამდენი საიდუმლო გაუნდია მისთვის, როგორ გულწრფელად ულაპარაკია მასთან. ისინი ხომ თითქმის ყოველ დღე ნახულობდნენ ერთმანეთს. ის ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, გაუჩერებლად ლაპარაკობდა.უზიარებდა თავის ემოციებს – სიხარულს თუ ბრაზს. ის კი გაუნძრევლად იდგა და დუმდა. ზოგჯერ თითქოს თანადგომის ნიშნად ააშრიალებდა თავის ვეება ტოტებს და მაშინ მოხუცი ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მას მისი ესმოდა სიამოვნებისგან ჩაიღიმებდა. „შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემი ესმის, შენღა დამრჩი ამ ქვეყნად ჩემო მუხავ“ – ეტყოდა ხოლმე მოხუცი , ის კი თითქოს გაიგოო მისი სიტყვები უფრო და უფრო ააშრიალებდა ტოტებს.ახლა კი სად გაქრა ნეტავ? რატომ აღარ მოდის მოხუცი თავის ერთადერთ მუხასთან? ალბათ მობეზრდა მას ეს უპასუხო მონოლოგი.

როგორ ენატრება მუხას იგი, ძალიან ენატრება მისი ჩახლეჩილი ხმით მისალმება და საუბარი. რა სულმოუთმენლად ელის იგი ამ ზაფხულის მზიან დღეს მოხუცის გამოჩენას.

–         რამდენი ხალხი მოდის აქეთკენ გიორგი?

–         ეს პროცესიაა, ისისნი მიცვალებულს მოასვენებენ.

–         ვის?

–         სოფლის ბოლოში რომ მოხუცი გოგი ცხოვრობდა მას.

–         კი მაგრამ აქეთ რატომ მოასვენებენ, სასაფლაო ხომ დასავლეთითაა?

–         ამ მუხის ქვეშ უყვარდა ჯდომა, არავინ არ ჰყავდა, ამბობენ მას მეგობრად თვლიდა, გამუდმებით ელაპარაკებოდაო. ახლა კი უკანასკნელად დაასვენებენ ამ ხის ძირში და მერე სამუდამოდ მიაბარებენ  მიწას.

დადგა ზამთარი, სოფლის უზარმაზარი მინდორი, რომელსაც უზარმაზარი მუხა ამშვენებდა ახლა ცარიელია, მოხუცის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში მუხა გახმა. სოფლის მცხოვრებლებმა კი ზამთრის დადგომისთანავე უკვე წარსულად ქცეული მუხა მოჭრეს. ის სილამაზე კი, რომელიც გოგი პაპამ ბავშვობაში დარგო და რომელიც თითქმის ერთი ასწლეული ამშვენებდა სოფლის მინდორს, მის სიკვდილთან ერთად თვალის დახამხამებში დავიწყებას მიეცა.

სინანული

Standard

სამხარაძეების ოჯახში დილაადრიან კამათი ატყდა.

– ჩემს ფინჯანს ნაპირი ჩამომტვრევია – იყვირა ბატონმა რეზომ.

– რა მოხდა მერე, არც კი ემჩნევა – შეეპასუხა მეუღლე – ქალბატონი სესილია.

– ტუჩები ხომ არ უნდა დავისერო?

– ჭურჭელი ყველა ოჯახში ტყდება. ყველა ფინჯანი და თეფში ხომ არ დარჩება მთელი?

– მართალი ხარ, მაგრამ ჩვენ ხომ სულ სხვა სიტუაცია გვაქვს? ჩვენს შვილს არც მოვუკითხივართ მას მერე, რაც ბავშვები გამოუშვა აქეთ.

– თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, ამიერიდან ჭურჭლით და სხვა საჭირო ინვენტარითაც მე უზრუნველგყოფთ. მუშაობა დავიწყე – სიტუაციის დარეგულირება სცადა ლექსომ.

– ეს ბავშვი სულ ხუმრობის ხასიათზე როიგორ უნდა იყოს? – გაბრაზებული ტონით შეეკითხა სესილია მეუღლეს.

– არა მართლა გეუბნებით, ამიერიდან ყველაფერი გვექნება, რასაც მოვისურვებთ.

– პატიოსნად იშრომე შვილო, პატიოსნად და დღში ერთ ლუკმა პურსაც დასჯერდება კაცი. – უთხრა ბაბუამ და სიცივისგან აკანკალებული საწოლში ჩაწვა.

– ლექსო ერთ წამს გაშრა. გასვლიასას ჩაილუღლუღა: ‘’სულ მალე მიუჯდები ბაბუ შენს საყვარელ ბუხარს გაზეთით ხელში’’ – და ოთახიდან გავიდა.

– ბატონი რეზო გადაბრუნებას და ძილს რომ აპირებდა ისე კარზე კაუნის ხმა გაისმა.

– ლექსო! გაილახები იცოდე! ნუ ამაყენებ ახლა საწოლიდან. – ამ დროს კარი გაიღო და… ვაიმე შვილო! შენ შემოგევლოს ბაბუა, მადლობა ღმერთს სიკვდილამდე შენი თავი რომ მანახა. დამლოცე შვილო.

– ღმერთმა დაგლოცოს.როგორ ხართ ბაბუ?

–  როგორ ვიქნებით შვილო, შენი გადარეული ძმის ხელში, რაც წახვედი მას მერე მთლად აიშვა, ვეღარ ვაკონტროლებთ. სესილია მოდი აქ შე ქალო, მამა ანტონი ჩამოგვივიდა. (მამა ანტონი – ალეკო სამხარაძე, სესილიასა და რეზოს მეორე შვილიშვილი იყო. დედის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, მოსკოვიდან ძმასთან ერთად ბებია-ბაბუასთან კახეთში ჩამოვიდა, დედის სულისთვის სალოცავად ეკლესიაში სიარულს მოუხშირა და საბოლოო ჯამში სასულიერო გზას დაადგა, მღვდლად ეკურთხა).

– ვინა შე კაცო?

– ჩვენი ალეკო სესლია, ალეკო ჩამოგვივიდა.

– შენ შემოგევლოს ბებიაშენი, დამლოცე შვილო.

– ღმერთმა დაგლოცოს.

– როგორ ხარ შვილო, როგორ მოხდა რომ ჩამოხვედი?

– ძალიან მომენატრეთ ბებო და გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი, მრევლიც არ გამიფრთხილებია.

– მიდი ქალო სესილია, ლექსო დააბრუნე, ძმა ჩამოუვიდა.

– ვნახე ბაბუ გზად რომ მიდიოდა, მითხრა საქმე მაქვს და მალე მოვალო.

– რომელი მოუცლელი ეგ მყავს, ის მაწანწალა, უსაქმური- ჩაილაპარაკა ბებიამ.

2.       გიორგის სახლის კარზე ვიღაც შეუწყვეტლივ აკაკუნებდა.

– ლექსო რა გჭირს ბიჭო, რა სახე გაქვს?!

– უნდა გავიქცე გიო.

– სად ბიჭო, რატომ?

– ჩემი ძმა ჩამოვიდა, აქ ვერ გავჩერდები.

– მამა ანტონი? რა კარგია, უნდა ვნახო.

– რა კარგია ბიჭო, ხომ არ გაგიჟდი, ვერ ხვდები რა დღეში ჩამაგდებს?

– კი მაგრამ, მაგან რა იცის?

– ვიცი რომ იცის, კარგად ვიცნობ. გაიგო ალბათ და ამიტომაც დაგვადგა მოულოდნელად.

– მაიც სად უნდა წახვიდე?

– არ ვიცი, ალბათ იქ საიდანაც ჩამოვიდა, აქ ვერ გავჩერდები, აუცილებლად მომაგნებს, ამ სოფლის გარდა ნაცნობები მხოლოდ თელავში მყავს.

– და იქ იგივე საქმეს გააგრძელებ ხომ?

– არ ვიცი, ვნახოთ, იქნებ ვალების გასტუმრება მოვახერხო.

– კარგი ძმაო, შენ იცი, წარმატებებს გისურვებ.

3.       – მამა ანტონი წირავს ხვალ ნინო?

– არა, არამგონია ანა, ყევლა იძახის 2 დღეა გაუჩინარდაო.

– კიდევ შორი გზაა გასავლელი?

– არა, თითქმის მივედით.

– შეჩერდით ქალბატონებო! სანამ ყველაფერს არ მომცემთ, რაც ამ წამს გაბადიათ, დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწევთ!

– რა გნებავთ ბატონო? არაფერი გავქვს, ამ ღამით შემატყობინეს, რომ დეიდა ავად გამიხდა და მე და ჩემი მეგობარი მივდივართ სანახავად.

– არ მაინტერესებს არაფერი, საყურეები და ბეჭდები მოიხსენით თორემ- ნიღბიანბა ნინოს ხელი დაავლო და მისი მოკვლით დაემუქრა ანას. ამ დროს ტოტალიზატორიდან გამოსულმა ბიჭმა ნახა ისინი და განრისხებული გაიქცა გოგონების საშველად, მაგრამ ყაჩაღმა დანა იშიშვლა და თვალის დახამხამებაში ბიჭის მკერდიდან სისხლის მდინარემ იჩქეფა.

4.        – მე მოვკალი იგი, ადამიანი, რომელიც ჭირშიც და ლხინშიც გვერდში მედგა. ჩემი ტკივილი სტკიოდა და ჩემი ბედნიერებით ხარობდა. ბოლო დროს ისე მიეჩვია ტოტალიზატორში სიარულს, რომ თავს ვეღარ ანებებდა. მერე ძმა ჩამოუვიდა უეცრად. მითხარა უეჭველი გაიგო ჩემი ამბავი და უნდა გამკიცხოსო. ძალიან უყვარდა ძმა და მისი დიდი რიდი ჰქონდა. სიკვდილი ერჩივნა მისი მხრიდან რაიმე ცუდის თქმას. სინამდვილეში კი ძმა ბებია- ბაუას სანახავად ჩასულა სოფელში და მისი თამაშის შესახებ არაფერი იცოდა.გამუდმებით თავს ადანაშაულებდა იმაში, რომ თამაშს მიეჩვია. არა და რომ სცოდნოდა, მე მისი მეგობარი, ყაჩაღი და ქურდი ვიყავი, ალბათ სამუდამოდ გაწყვეტდა ჩემთან კავშირს. უსამართლობას ვერ იტანდა და სწორედ ამ უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდა იმ ავბედით საღამოს, წინააღმდეგობა რომ გამიწია და გოგონების გაშვება მიბრძანა. ქუდი რომ მოვხადე და ფარანი სახეში მივანათე, ჩემი საყვარელი ძმაკაცი – ლექსო შემრჩა. ამ ამბის გამგონე ბაბუას, იქვე გული გაუსკდა, მამა დალევას მიეჩვია და ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა, ბებია ამდენი უბედურებისგან ჭკუიდან შეიშალა და ერთ დღესაც რელსებზე მძინარეს მატარებელმა გადაუარა. მამა ანტონი კი ხშირად გვაკითხავდა პატიმრებს ციხეში. ერთმანეთს ტკივილს ვუმსუბუქებდით, მან ყველაფერი მომიტევა,უფრო სწორად თვლიდა რომ მე დამნაშავე არ ვიყავი და ეს ყველაფერი ერთი უბედური შემთხვევის წყალობით მოხდა. იგი შემთხვევით შემოაკვდათ პოლიციელებს, რომლებიც აბუნტებული პატიმრების შესაჩერებლად ღმერთმა უწყის რა მიმართულებით ისროდნენ. მე კი ჩემი პასუხი მაქვს ამ ყველაფერზე ჩემო… სახელი შემახსენე…

– სერგო!

– ჩემო სერგო, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბარლია.მე გავაუბედურე და ამოვწყვიტე ის ოჯახი.

ასე უყვებოდა გიორგი მესხი თავისი მძიმე ხვედრის შესახებ, ყოველ ახალშემოსულ პატიმარს, რომელსაც იმავე საღამოს გადაეწყვიტა თავის მოკვლა, საკანი როგორც კი დაცარიელდებოდა და განაჩენი სისრულეში მოიყვანა კიდევაც. საპირფარეშოდან მობრუნებულ სერგოს საზარელი სანახაობა დახვდა. გიორგის შუშის ნატეხით დაესერა სხეული და სისხლში ცურავდა. მას უკანასკნელი სიტყვები აღმოხდა ბაგეებიდან: ‘’ლექსო, ეს ადრეც უნდა მექნა!’’ და თითქოს კმაყოფილმა თავისი ნამოქმედარით სამუდამოდ დახუჭა თვალი…Image

დიდი ფელინის შემოქმედება (ნაწილი 5 – “ორკესტრის რეპეტიცია” )

Standard

… ამ ყველაფრის მერე რეჟისორი ისვენებს გადასაღები მოედნისგან 5 წლით, მაგრამ არ ისვენებს მისი გონება, შექმნას მორიგი შედევრი… და აი, ვსხდებით ეკრანებთან, მოლოდინი დიდია, ფედერიკომ ისევ უნდა გაგვაოცოს და შედეგიც არ აყოვნებს…

Image

სირენის ხმით იწყებს რეჟისორი ფილმს – “ორკესტრის რეპეტიცია” და ეს გამაყრუებელი საგანგაშო ხმაური უცბად იცვლება ძველებური ტაძრის სამარისებური სიწყნარით. რეჟისორმა ფილმში მაღალმხატვრულად წარმოაჩინა პიროვნების დაშლა, თანამედროვე ცივილიზებული ადამიანის უდიერი დამოკიდებულება კულტურისა და ისტორიისადმი.

ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ორკესტრის თითოეული წევრი თავის მუსიკალურ ინსტრუმენტს ახასიათებს როგორც სხვაზე უპირატესს, თუმცა თითოეულ მათგანს ნაკლებად აქვს გააზრებული, რომ ყველა მათგანის არსებობა აუცილებელია ორკესტრის არსებობისთვის. ისინი ქმნიან ერთ მთლიანობას, რისი მეშვეობითაც მიისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. ორკესტრის წევრები ცდილობენ მათში ქალური და მამაკაცური საწყისების დანახვას, მათი შერწყმა კი თავისთავად ჰარმონიული ერთარსისკენ მიგვითითებს. 

https://www.youtube.com/watch?v=fOS2_oBMko8

ეს ყველაფერი წამიერად, მაგრამ კრიტიკული მომენტი დგება მაშინ, როცა ორკესტრის წევრები სუსტი პროტესტის იდეიით გაერთიანდებიან დირჟორის წინააღმდეგ, მათ არ სურთ უფულოდ დაკვრა, სწორედ აქ ხვდები, რომ მათი დამოკიდებულება მუსიკის მიმართ მექანიკურია. რეპეტიცია მათთვის სამსახურეობრივი მოვალეობის მშრალი შესრულებაა. დირიჟორის სიტყვებით რომ ვთქვათ აქ იგივე წარმოებაა, სადაც “საფაბრიკო ნაწარმს” იღებენ, ოღონდ სხვა სამომხმარებლო ნივთებისგან განსხვავებით, ეს მუსიკალური “საქონელი” გაურკვეველია რისთვის ან ვისთვისაა საჭირო. ორკესტრის წევრების ძირითადი იმპულსი ირონიაა, რომლის მიღმა ადამიანთა არასრულფასოვნება და უძლურება გამოსჭვივის.

ტაძრის გუმბათის ჩამონგრევა ორკესტრის აღტკინებულ ქმედებებში გადავარდნილ წევრებს დააშინებს. სიკვდილის შიში მათ გააერთიანებს და სწორედ ამ დროს კვლავ მოუწოდებს მათ დირიჟორი რეპეტიციის გაგრძელებისკენ – “მუსიკაშია ჩვენი ხსნა”. გუმბათიდან გამოჩენილი ზეცა, თითქოს იმედის თვალით დაჰყურებს ღვთაებრივ ჰანგებად აჟღერებულ ორკესტრს. მაგრამ ფელინი ასე იოლად არ წყვეტს ადამიანთა სულიერი აღორძინებს საკითხს. ეს იყოს წუთიერი გასხივოსნება, ყველაფერი თავიდან იწყება. დირიჟორი კვლავ ვერ აიყოლიებს ორკესტრს, ისმის შენიშვნები, დირიჟორის შეძახილები თანდათან იკარგება და ჩაბნელებული ეკრანიდან ჰიტლერის ისტერიული რიტორიკა ენაცვლება ორკესტრის ხელმძღვანელის მშფოთვარე ხმას.

ფელინი ფილმს სირენის საგანგაშო ყვირილით იწყებს და ფიურერის ისტერიული ყაყანით ამთავრებს. უიდეობისა და უიდეალობის, სულიერი სიცარიელის ატმოსფეროში, რეჟისორის აზრით ყოველთვის მოსალოდნელია ცრუ წინასწარმეტყველის გამოჩენა, რომელიც ყალბ იდეებს გადაუგდებს ხალხს და საკუთარი ბატონობისთვი ბრძოლის დამღუპველგზაზე გაიყოლიებს. 

შიგადაშიგ გაიფიქრებ – ხომ არ მიმართავს რეჟისორი ალეგორიას? ის თითქოს ორკესტრის სახით საზოგადოების მინი მაკეტს გვიხატავს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს განაწილებული, ცხოვრება კი ნაწარმოებია, რომელიც მათ უნდა შეასრულონ – თავისი ექსპოზიციით, მოქმედების განვითარებით, კულმინაციით, ბოლოს რათქმაუნდა ლოგიკური დასასრულით. და ამ ალეგორიულ გააზრებაში დირიჟორი იმ ერთადერთის როლს ასრულებს, ვისაც ჰქვია წინამძღოლი. სურვილი დამოუკიდებლობისა იმდენად დიდია, რომ განუდგებიან ისინი წინამძღოლს. და იარსებებს კი ორკესტრი ხელმძღვანელის გარეშე? და იქმნა ქაოსი. Image

ის მუსიკა, ის ჰანგები, ის ინსტრუმენტი რაც მათ აღაფრთოვანებდათ იყო ბლეფი, ისინი საკუთარი ხელებით ხევენ ნოტებს. მათ უარყვეს წინამძღოლი და მოევლინათ განსაცდელი. ევოლუციის შემდეგ ისინი კვლავ მიჰყვებიან დირიჟორს და ორკესტრი განაგრძობს რეპეტიციას… წინამძღოლი კი კვლავ უკმაყოფილოა, ცხოვრება დინამიკაა, ის გრძელდება და სწორედ ამიტომ ორკესტრმა ისევ უნდა დაუკრას! 

Image

კინოქალაქ ჩინეჩიტას ფელინის სტუდიის შესასვლელში კვალავაც ჰკიდია წარწერა: “რომელი ფილმი იქნება შემდეგი?” ასაეთი წარწერა ყოველი ახალი ფილმის შემდეგ ჩნდებოდა. მართალია, მაესტრო ცოცხალი აღარ არის, მაგრამ წარწერა ისევ ადგილზეა, რადგან ფელინის იდეები, ნიღბები, იუმორი, სამყარო უკვდავია და უთუოდ გამოჩნდება სხვა რეჟისორების ფილმებში. Image

ამიტომაც ნაადრევია სიტყვები “ჩაო ფედერიკო!” თვითონ სიტყვა ფელინიც თითქმის ისევე ჟღერს, როგორც “ფილმი”. ხოლო კინო – მარადიულია…

 Image

დიდი ფელინის შემოქმედება (ნაწილი 4 – “ამარკორდი” )

Standard

http://www.youtube.com/watch?v=BtG9ZM-ZHnY

ოჰ, ეს “ამარკორდი”, ყველას გვაქვს ჩვენი ბავშვობის ქალაქი – რიმინი, – “გემი კი მიცურავს” და ყველას აშკარად ჩაგვესმის “მთვარის ხმა”.

პატარა ზღვისპირა ქალაქი გარშემორტყმულია კედლებით. ეს თავშესაფარიცაა და ამავე დროს ციხეც, საიდანაც გასვლა ძნელია, თითქმის შეუძლებელიც. ეკრანზე წარმოდგენიალია საზოგადოება, რომელიც მითებით, ლეგენდებით სულდგმულობს. ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთმანეთზე ჭორაობს. თითოეულს მეტსახელიც გააჩნია. ყოველი დილა ერთნაირად იწყება. დღე ნელა, წვრილმან საქმიანობაში იწურება და საღამოს მთელი ქალაქი გამოეფინება ქუჩაში, დარბაისლურად სეირნობენ, ერთმანეთს ესალმებიან და ა.შ.

Image

ელეგანტური ქალბატონი წითლებში საყოველთაო აღტაცების ობიექტია. თამბაქოს მაღაზიის ფუმფულა მკერდიანი მეპატრონე, მოზარდების ფანტაზიის დედოფალია. Image

ამ ნოსტალგიური ფილმის მოქმედება 30-იანი წლების ერთ-ერთ იტალიურ პროვინციაში ხდება, მუსოლინის ფაშისტური დიქტატურის დროს. ამ პროვინციაში გახსენებას ამარკორდს ეძახიან და იხსენებს ფელინიც რიმინში გატარებულ წლებს, სადაც ახალგაზრდათა ცნობიერებაში ჯერ კიდევ ერთმანეთშია არეული – ამაერიკული კინო, პოლიტიკა, ეკლესია, ქორწინება, სექსი და აგერ თხოვდება კიდეც ელეგანტური გრადისკა და ფელინი უმალვე ხსნის კადრს – ზღვის პირას გამოჰყავს მთელი საზოგადოება. იქ, გაშლილ, ჰაერითა და მზით სავსე ადგილზე იმართება ქორწილი. ახალდაქორწინებულები მიდიან, სხვები მახიარულად და თან სევდიანად აცილებენ მათ, წამოვა საშინელი წვიმა – თითოეულს იმედი მიეცემა, რომ მომავალში ამ ქალაქის კედლებს გაარღვევს. ისინი მუდამ ბურუსში არიან გახვეული. მათ არ იციან რა არის ცხოვრებაში მთავარი და მეორეხარისხოვანი. ამიტომ დღეები მიდის უაზროდ, პატარ – პატარა შეტაკებებსა და არარსებული სიყვარულის ცდაში. მათ არ იციან ცხოვრების არსი, რადგან ეს არ აინტერესებთ არც მათ მშობლებს, არც ახლობელ – მეზობლებს. Image

“ამარკორდი” – ეს არის ფილმი იმ პატარა ქალაქის შესახებ, სადაც ადამიანებს არ სურთ იფიქრონ. რეჟისორი თვალნათლივ გვიჩვენებს ამ პროვინციული საზოგადოების ცხოვრების დამანგრეველ ყოფას, ყველა ასაკის ადამიანთა ინფანტილობას, უაზროდ დახარჯულ დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა ფილმი საოცარი ლირიზმით ხასიათდება. ამაღელვებელი და მგრძნობიარეა მთელი რიგი ეპიზოდები. ხშირად საცოდავები არიან ფილმის გმირები  და ამევე დროს თანაგრძნობას იწვევს მათი დაბნეული, უმიზნო ცხოვრება.

ფილმის ფინალში კი ახალგაზრდები კვალვ ბურუსში იკარგებიან, ეს არ არის შემთხვევითი, რადგან მათ წინ მეორე მსოფლიო ომი ელით მთელი თავისი სისასტიკით…

http://www.youtube.com/watch?v=ZuBJYaMwHh0

მარიამი – განუზომელი სიმდიდრე!iu

Standard

Image

იზრდები!

დღითიდღე ლამაზდები. დიდი გოგო ხდები. ჯერ ახლა შედგი სკოლაში ფეხი და უკვე ამაყობს შენი დედიკო ასეთი ჭკვიანი მარიამი რომ ხარ. მე კი ბედნირი ვარ ამ ცანცარა, ჭკვიანი და გადარეული გოგოს აღზრდაში რომ მიმიძღვის წვლილი.

გაიზრდები! უფრო დიდი გოგო გახდები… დაქალდები… მე კი სულ გაგახსნებ იმ დღეს, როცა პირველად დაგინახე. რამდენიმე საათის, მჩატე, ჯერ კიდევ უსახელო ჩვილი იყავი. ძლივს ჭყეტდი ორ დაბნეულ შავ ღილს. მაშინ ვერ ხვდებოდი რათქმაუნდა, რომ ისინი მომავალში სამყაროს აღქმაში დაგხმარებოდნენ. იმ დღიდან მოყოლებული ჩემს ხელში იღვიძებდი და იძინებდი, იმ წამიდან სიგიჟემდე შგიყვარე და ასე ვარ ახლაც.

გავლენ წლები და ზუსტად ვიცი, რომ პირველ საიდუმლოს მე გამანდობ. პირვლ წარმატებას ჩემთან ერთად გაიზიარებ. წლების შემდეგაც მე შენი ერთგული მეგობარი მერქმევა.ყველაზე დიდი კეთილი სურვილები მხოლოდ შენთვის მემეტება. ამიტომ მიყვარხარ, მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე ამ სიტყვის მნიშვნელობა. ბედნიერი ვარ, რომ “შენი დეიდა” მქვია!

Image

დიდი ფელინის შემოქმედება (ნაწილი 3 – “ტკბილი ცხოვრება”)

Standard

Image

… რეჟისორი მუდმივად სვამს კითხვებს მის შემოქმედებაში, რომელზე პასუხსაც მაყურებლისგან ითხოვს. ამ მცდელობის იდეალურ მაგალითს წარმოადგენს 1960 წელს გადაღებული ფილმი – “ტკბილი ცხოვრება”. ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი, ქალაქური ცხოვრების ქარ – ცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. იგი 50-იანი წლების რომის “ღვთაებრივ კომედიას” ადევნებს თვალყურს, ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.

Image

ალბათ იშვიათია მეოცე საუკუნის ხელოვანი, რომელსაც ასეთი აზროვნების ფართო მასშტაბი ჰქონდეს, როგორც ფელინის. საზოგადოების მისი ცოდნა და შეგრძნება ალბათ ყველაზე კარგად მის ამ საეტაპო ფილმში გამოიხატება. ფელინი 60-იანი წლების დასაწყისის იტალიის ფონზე მოგვითხრობს ადამიანებზე, რომლებიც ილტვიან  ტკბილი ცხოვრებისკენ და აქვე ხატავს მთელი იტალიის ჭრილს, მისი ყველა ფენის წარმომადგენლების ყოფას. და ეს ყველაფერი ხდება ერთ ფილმში…Image

განებივრებული ჟურნალისტები, ამ ცხოვრებისგან დაღლილი მეძავები, უაზრობით დაკავებული არისტოკრატები, სუიციდური ინტელექტუალები, ბრჭყვიალა კინოვარსკვლავები გააერთიანა ფელინიმ ფილმში სახელწოდების ქვეშ – “ტკბილი ცხოვრება”.  ჩვენ ყველას გვინდა კარგი ცხოვრება და საერთოდ რა გვიჯდება მისი მოპოვება, ან არსებობს კი “La Dolce Vita?”

http://www.youtube.com/watch?v=gqQkKoizARY