დიდი ფელინის შემოქმედება (ნაწილი 4 – “ამარკორდი” )

Standard

http://www.youtube.com/watch?v=BtG9ZM-ZHnY

ოჰ, ეს “ამარკორდი”, ყველას გვაქვს ჩვენი ბავშვობის ქალაქი – რიმინი, – “გემი კი მიცურავს” და ყველას აშკარად ჩაგვესმის “მთვარის ხმა”.

პატარა ზღვისპირა ქალაქი გარშემორტყმულია კედლებით. ეს თავშესაფარიცაა და ამავე დროს ციხეც, საიდანაც გასვლა ძნელია, თითქმის შეუძლებელიც. ეკრანზე წარმოდგენიალია საზოგადოება, რომელიც მითებით, ლეგენდებით სულდგმულობს. ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთმანეთზე ჭორაობს. თითოეულს მეტსახელიც გააჩნია. ყოველი დილა ერთნაირად იწყება. დღე ნელა, წვრილმან საქმიანობაში იწურება და საღამოს მთელი ქალაქი გამოეფინება ქუჩაში, დარბაისლურად სეირნობენ, ერთმანეთს ესალმებიან და ა.შ.

Image

ელეგანტური ქალბატონი წითლებში საყოველთაო აღტაცების ობიექტია. თამბაქოს მაღაზიის ფუმფულა მკერდიანი მეპატრონე, მოზარდების ფანტაზიის დედოფალია. Image

ამ ნოსტალგიური ფილმის მოქმედება 30-იანი წლების ერთ-ერთ იტალიურ პროვინციაში ხდება, მუსოლინის ფაშისტური დიქტატურის დროს. ამ პროვინციაში გახსენებას ამარკორდს ეძახიან და იხსენებს ფელინიც რიმინში გატარებულ წლებს, სადაც ახალგაზრდათა ცნობიერებაში ჯერ კიდევ ერთმანეთშია არეული – ამაერიკული კინო, პოლიტიკა, ეკლესია, ქორწინება, სექსი და აგერ თხოვდება კიდეც ელეგანტური გრადისკა და ფელინი უმალვე ხსნის კადრს – ზღვის პირას გამოჰყავს მთელი საზოგადოება. იქ, გაშლილ, ჰაერითა და მზით სავსე ადგილზე იმართება ქორწილი. ახალდაქორწინებულები მიდიან, სხვები მახიარულად და თან სევდიანად აცილებენ მათ, წამოვა საშინელი წვიმა – თითოეულს იმედი მიეცემა, რომ მომავალში ამ ქალაქის კედლებს გაარღვევს. ისინი მუდამ ბურუსში არიან გახვეული. მათ არ იციან რა არის ცხოვრებაში მთავარი და მეორეხარისხოვანი. ამიტომ დღეები მიდის უაზროდ, პატარ – პატარა შეტაკებებსა და არარსებული სიყვარულის ცდაში. მათ არ იციან ცხოვრების არსი, რადგან ეს არ აინტერესებთ არც მათ მშობლებს, არც ახლობელ – მეზობლებს. Image

“ამარკორდი” – ეს არის ფილმი იმ პატარა ქალაქის შესახებ, სადაც ადამიანებს არ სურთ იფიქრონ. რეჟისორი თვალნათლივ გვიჩვენებს ამ პროვინციული საზოგადოების ცხოვრების დამანგრეველ ყოფას, ყველა ასაკის ადამიანთა ინფანტილობას, უაზროდ დახარჯულ დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა ფილმი საოცარი ლირიზმით ხასიათდება. ამაღელვებელი და მგრძნობიარეა მთელი რიგი ეპიზოდები. ხშირად საცოდავები არიან ფილმის გმირები  და ამევე დროს თანაგრძნობას იწვევს მათი დაბნეული, უმიზნო ცხოვრება.

ფილმის ფინალში კი ახალგაზრდები კვალვ ბურუსში იკარგებიან, ეს არ არის შემთხვევითი, რადგან მათ წინ მეორე მსოფლიო ომი ელით მთელი თავისი სისასტიკით…

http://www.youtube.com/watch?v=ZuBJYaMwHh0

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s