დიდი ფელინის შემოქმედება (ნაწილი 5 – “ორკესტრის რეპეტიცია” )

Standard

… ამ ყველაფრის მერე რეჟისორი ისვენებს გადასაღები მოედნისგან 5 წლით, მაგრამ არ ისვენებს მისი გონება, შექმნას მორიგი შედევრი… და აი, ვსხდებით ეკრანებთან, მოლოდინი დიდია, ფედერიკომ ისევ უნდა გაგვაოცოს და შედეგიც არ აყოვნებს…

Image

სირენის ხმით იწყებს რეჟისორი ფილმს – “ორკესტრის რეპეტიცია” და ეს გამაყრუებელი საგანგაშო ხმაური უცბად იცვლება ძველებური ტაძრის სამარისებური სიწყნარით. რეჟისორმა ფილმში მაღალმხატვრულად წარმოაჩინა პიროვნების დაშლა, თანამედროვე ცივილიზებული ადამიანის უდიერი დამოკიდებულება კულტურისა და ისტორიისადმი.

ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ორკესტრის თითოეული წევრი თავის მუსიკალურ ინსტრუმენტს ახასიათებს როგორც სხვაზე უპირატესს, თუმცა თითოეულ მათგანს ნაკლებად აქვს გააზრებული, რომ ყველა მათგანის არსებობა აუცილებელია ორკესტრის არსებობისთვის. ისინი ქმნიან ერთ მთლიანობას, რისი მეშვეობითაც მიისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. ორკესტრის წევრები ცდილობენ მათში ქალური და მამაკაცური საწყისების დანახვას, მათი შერწყმა კი თავისთავად ჰარმონიული ერთარსისკენ მიგვითითებს. 

https://www.youtube.com/watch?v=fOS2_oBMko8

ეს ყველაფერი წამიერად, მაგრამ კრიტიკული მომენტი დგება მაშინ, როცა ორკესტრის წევრები სუსტი პროტესტის იდეიით გაერთიანდებიან დირჟორის წინააღმდეგ, მათ არ სურთ უფულოდ დაკვრა, სწორედ აქ ხვდები, რომ მათი დამოკიდებულება მუსიკის მიმართ მექანიკურია. რეპეტიცია მათთვის სამსახურეობრივი მოვალეობის მშრალი შესრულებაა. დირიჟორის სიტყვებით რომ ვთქვათ აქ იგივე წარმოებაა, სადაც “საფაბრიკო ნაწარმს” იღებენ, ოღონდ სხვა სამომხმარებლო ნივთებისგან განსხვავებით, ეს მუსიკალური “საქონელი” გაურკვეველია რისთვის ან ვისთვისაა საჭირო. ორკესტრის წევრების ძირითადი იმპულსი ირონიაა, რომლის მიღმა ადამიანთა არასრულფასოვნება და უძლურება გამოსჭვივის.

ტაძრის გუმბათის ჩამონგრევა ორკესტრის აღტკინებულ ქმედებებში გადავარდნილ წევრებს დააშინებს. სიკვდილის შიში მათ გააერთიანებს და სწორედ ამ დროს კვლავ მოუწოდებს მათ დირიჟორი რეპეტიციის გაგრძელებისკენ – “მუსიკაშია ჩვენი ხსნა”. გუმბათიდან გამოჩენილი ზეცა, თითქოს იმედის თვალით დაჰყურებს ღვთაებრივ ჰანგებად აჟღერებულ ორკესტრს. მაგრამ ფელინი ასე იოლად არ წყვეტს ადამიანთა სულიერი აღორძინებს საკითხს. ეს იყოს წუთიერი გასხივოსნება, ყველაფერი თავიდან იწყება. დირიჟორი კვლავ ვერ აიყოლიებს ორკესტრს, ისმის შენიშვნები, დირიჟორის შეძახილები თანდათან იკარგება და ჩაბნელებული ეკრანიდან ჰიტლერის ისტერიული რიტორიკა ენაცვლება ორკესტრის ხელმძღვანელის მშფოთვარე ხმას.

ფელინი ფილმს სირენის საგანგაშო ყვირილით იწყებს და ფიურერის ისტერიული ყაყანით ამთავრებს. უიდეობისა და უიდეალობის, სულიერი სიცარიელის ატმოსფეროში, რეჟისორის აზრით ყოველთვის მოსალოდნელია ცრუ წინასწარმეტყველის გამოჩენა, რომელიც ყალბ იდეებს გადაუგდებს ხალხს და საკუთარი ბატონობისთვი ბრძოლის დამღუპველგზაზე გაიყოლიებს. 

შიგადაშიგ გაიფიქრებ – ხომ არ მიმართავს რეჟისორი ალეგორიას? ის თითქოს ორკესტრის სახით საზოგადოების მინი მაკეტს გვიხატავს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს განაწილებული, ცხოვრება კი ნაწარმოებია, რომელიც მათ უნდა შეასრულონ – თავისი ექსპოზიციით, მოქმედების განვითარებით, კულმინაციით, ბოლოს რათქმაუნდა ლოგიკური დასასრულით. და ამ ალეგორიულ გააზრებაში დირიჟორი იმ ერთადერთის როლს ასრულებს, ვისაც ჰქვია წინამძღოლი. სურვილი დამოუკიდებლობისა იმდენად დიდია, რომ განუდგებიან ისინი წინამძღოლს. და იარსებებს კი ორკესტრი ხელმძღვანელის გარეშე? და იქმნა ქაოსი. Image

ის მუსიკა, ის ჰანგები, ის ინსტრუმენტი რაც მათ აღაფრთოვანებდათ იყო ბლეფი, ისინი საკუთარი ხელებით ხევენ ნოტებს. მათ უარყვეს წინამძღოლი და მოევლინათ განსაცდელი. ევოლუციის შემდეგ ისინი კვლავ მიჰყვებიან დირიჟორს და ორკესტრი განაგრძობს რეპეტიციას… წინამძღოლი კი კვლავ უკმაყოფილოა, ცხოვრება დინამიკაა, ის გრძელდება და სწორედ ამიტომ ორკესტრმა ისევ უნდა დაუკრას! 

Image

კინოქალაქ ჩინეჩიტას ფელინის სტუდიის შესასვლელში კვალავაც ჰკიდია წარწერა: “რომელი ფილმი იქნება შემდეგი?” ასაეთი წარწერა ყოველი ახალი ფილმის შემდეგ ჩნდებოდა. მართალია, მაესტრო ცოცხალი აღარ არის, მაგრამ წარწერა ისევ ადგილზეა, რადგან ფელინის იდეები, ნიღბები, იუმორი, სამყარო უკვდავია და უთუოდ გამოჩნდება სხვა რეჟისორების ფილმებში. Image

ამიტომაც ნაადრევია სიტყვები “ჩაო ფედერიკო!” თვითონ სიტყვა ფელინიც თითქმის ისევე ჟღერს, როგორც “ფილმი”. ხოლო კინო – მარადიულია…

 Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s