ერთგულება!

Standard

Image

მას ის უყვარდა, მთელი არსებით უყვარდა. საოცარია, რატომ არ მოდის და არ ნახულობს? რამდენი საიდუმლო გაუნდია მისთვის, როგორ გულწრფელად ულაპარაკია მასთან. ისინი ხომ თითქმის ყოველ დღე ნახულობდნენ ერთმანეთს. ის ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, გაუჩერებლად ლაპარაკობდა.უზიარებდა თავის ემოციებს – სიხარულს თუ ბრაზს. ის კი გაუნძრევლად იდგა და დუმდა. ზოგჯერ თითქოს თანადგომის ნიშნად ააშრიალებდა თავის ვეება ტოტებს და მაშინ მოხუცი ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მას მისი ესმოდა სიამოვნებისგან ჩაიღიმებდა. „შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემი ესმის, შენღა დამრჩი ამ ქვეყნად ჩემო მუხავ“ – ეტყოდა ხოლმე მოხუცი , ის კი თითქოს გაიგოო მისი სიტყვები უფრო და უფრო ააშრიალებდა ტოტებს.ახლა კი სად გაქრა ნეტავ? რატომ აღარ მოდის მოხუცი თავის ერთადერთ მუხასთან? ალბათ მობეზრდა მას ეს უპასუხო მონოლოგი.

როგორ ენატრება მუხას იგი, ძალიან ენატრება მისი ჩახლეჩილი ხმით მისალმება და საუბარი. რა სულმოუთმენლად ელის იგი ამ ზაფხულის მზიან დღეს მოხუცის გამოჩენას.

–         რამდენი ხალხი მოდის აქეთკენ გიორგი?

–         ეს პროცესიაა, ისისნი მიცვალებულს მოასვენებენ.

–         ვის?

–         სოფლის ბოლოში რომ მოხუცი გოგი ცხოვრობდა მას.

–         კი მაგრამ აქეთ რატომ მოასვენებენ, სასაფლაო ხომ დასავლეთითაა?

–         ამ მუხის ქვეშ უყვარდა ჯდომა, არავინ არ ჰყავდა, ამბობენ მას მეგობრად თვლიდა, გამუდმებით ელაპარაკებოდაო. ახლა კი უკანასკნელად დაასვენებენ ამ ხის ძირში და მერე სამუდამოდ მიაბარებენ  მიწას.

დადგა ზამთარი, სოფლის უზარმაზარი მინდორი, რომელსაც უზარმაზარი მუხა ამშვენებდა ახლა ცარიელია, მოხუცის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში მუხა გახმა. სოფლის მცხოვრებლებმა კი ზამთრის დადგომისთანავე უკვე წარსულად ქცეული მუხა მოჭრეს. ის სილამაზე კი, რომელიც გოგი პაპამ ბავშვობაში დარგო და რომელიც თითქმის ერთი ასწლეული ამშვენებდა სოფლის მინდორს, მის სიკვდილთან ერთად თვალის დახამხამებში დავიწყებას მიეცა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s