“ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია?”

Standard

ეს ახალი როგორ დაწერს ნეტა?

– მეც მაიტერესებს. ეგ მიჩვეული არ იქნება თავისუფალი თემების წერას.

თუ წააკითხა მასწავლებელმა ჩვეული მეგრული კილოთი მოუქცევსმოვდიოდი დედაქალაქში იმ იმედით, რომ იგი ხელგაშლილი დამხვდებოდა. ახალი კლასელებისგან გულთბილ დახვედრას მოველოდი. მე კი 12 წლის ასაკში პირველად აღმოვაჩინე , თუ რას ნიშნავს, როცა თანატოლები გრიყავენ. ამის ერთადერთ მიზეზად კი ჩემი კუთხური წარმომავლობა სახელდება და მეგრული მოქცევა საუბრისას. ჯერ ომის სტრესიდან გამოსვლა ვერ მოვასწარი და თავს ეს უბედურება დამატყდა. არავის არ სურს ჩემთან მეგბრობა. სახლში მინდა, ჩემს კლასელებთან მინდა, თუმცა ვიცი, რომ ფუჭ ოცნებებს ვებღაუჭები. ჩემი სახლი ნაცრად არის ქცეული, კლასელები კი ვინ იცის ქვეყნის რომელ მხარეს არიან მიმოფანტული. როგორ მინდა ახალმა თანაკლასელებმა იცოდნენ რამოდენა ბედნიერებასთანაა დაკავშირებული იყო ამ ულამაზესი კუთხის შვილი. მიაბიჯებ სანაპიროზე, სადაც შენი ყურთასმენის წართმევაში ერთმანეთს ეჯიბრებიან ზღვის ტალღების ხმაური და სილაში მოთამაშე ბავშვების ჟრიამული. გაიხედავ მარჯვნივ და მთის ულამაზესი სიმწვანე გჭრის თვალს. ნეტავ ჩემი თვალით დაგანახათ ეს სილამაზე, სადაც მზეც სხვანაირად გათბობს, ჩიტებიც მომაჯადოებლად ჭიკჭიკებენ. აქ ზაფხულის სიცხეში უცნობი ბაბუაც შვილიშვილივით გადაგისვამს თავზე ხელს და გზაზე მიმავალს ჭის ცივი წყლით სავსე ჭიქას მოგაწვდის სიტყვებით – “ღმერთმა შეგარგოს შვილო“. დიახ, მე აფხაზეთის საუცხოო ბუნებას და ადამიანებს გიხასიათებთ, კეთილ ბაბუებს, სილაში მოთამაშე ბავშვებს, რომლებიც ისევე უქცევენ მეგრულად, როგორც მე და ვინ იცის იქნებ ახლა ისინიც ჩემს დღეში არიან? იქნებ ჩემსავით არ მიიღეს თანაკლასელებმა? იქნებ ჩემსავით წერენ ახლა თავისუფალ თემას დაკარგულ მიწაზე, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი. მათაც ისე ძლიერ ენატრებათ იმ სასიამოვნო ჰაერის შესუნთქვა, რომელიც იქ ქრის, იმ ცის ცქერა, რომლის მოციმციმე მნათობნიც ღამით თვალუწვდენელ ზღვაზე ირეკლებიან. ეს ცა მხოლოდ აფხაზეთს დაჰყურებს. ოღონდ ერთი წამით შემახედა ამ სილამაზეს და დაე კლასელებს სკოლის დამთავრებამდე დაეძახოთ ჩემთვისლტოლვილი მეგრული კილოთი“. 
მასწავლებელმა თვალები დახუჭა და ცრემლებს მისცა გასაქანი, რომლებიც მისი ღაწვებიდან ნინოს ნაწერზე მოწყვეტით დაეცნენ. იგი ეძებდა სიტყვებს მიემართა კლასისთვის, მაგრამ მათი თავმოყრა აღარ იყო საჭირო, ბავშვები თავჩაქინდრული ისხდნენ.
1993 წელი
Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s