მხოლოდ ჩემი სანტა

Standard

ბედობა დღეს სიმარტოვეს არ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის არცერთი წევრი აღარ ჰყავდა, გრძნობდა ვინმე მოაკითხავდა. აბა გათენდეს ხვალინდელი დღე და აუცილებლად მოაკითხავენ…
ზარის ხმამ გამოაღვიძა. საათს ახედა – 00:25 იყო. რა მალე აუხდა ნატვრა. მხოლოდ 25 წუთით დაიწყო ეს დღე და უკვე მოაკითხეს, მაგრამ ნეტავ ვინ არის? იქნებ მშიერი მათხოვარია? მას რა უნდა მისცეს თვითონ მშიერმა? ან იქნებ ამ საახალწლოდ მაინც დააკმაყოფილა ვინმემ მისი მოთხოვნა და მოხუცთა თავშესაფრიდან მოაკითხეს? არა ეს ის მეზობელი გოგონა იქნება, გასულ წელს დედამ თეფშით ნამცხვარი რომ შემოატანინა. ამ ფიქრებში დაახლოებით 7 წამი გავიდა. მეტი დრო არც დასჭირვებია საწოლიდან კარამდე ჩქარი ნაბიჯებით მისვლას.
– უკაცრავად დამაგვიანდა. გზაში ცუდად გავხდი. სასმელმა მაწყინა, მაგრამ ახლა მოვალე ვარ ელენესთან არ დამეტყოს, ლაპლანდიიდან კი არა შუა სუფრიდან რომ მოვდივარ… სძინავს?
– ისინი ზედა სართულზე ცხოვრობენ.
ბერიკაცი თეთრი ხელოვნური წვერებიდან დიდხანს ისმენდა ბოდიშებს. წითელხალათიანი, ხურჯინიანი კაცი კიბეებზე ავიდა, იქიდანაც ებოდიშებოდა. მერე უკან დაბრუნდა, რაღაც ჩასჩურჩულა მოხუცს. მას სახე გაუნათდა, თვალებზე მარილიანი სითხე მოეძალა, მაგრამ თავი შეიკავა.
– სანამ ჩამოხვალთ თქვენს საწოლზე წამოვწვები – ბოლო შტრიხი მოიხსნა და გაუწოდა სანტად გარდასახულ მოხუცს.
– არა იყოს, ჩემი წვერიც გამოდგება…
რამდენიმე წუთიც და მისმა გონებამ სამუდამოდ დაიმახსოვრა ელენეს სიხარულისგან გაფართოებული თვალები, როგორც ბედნიერების სიმბოლო. ყოველთვის, როცა მის შინაარსს მოკლებულ ცხოვრებას გადახედავდა, მხოლოდ ეს თვალები ახსენდებოდა, რომლის ბედნიერების მიზეზიც თავად გახდა.
მას შემდეგ რამდენიმე ბედობა ისე გავიდა მოხუცთან კაციშვილს არ მოუკითხავს… და ერთ დღესაც კაკუნის ხმამ მისუსტებული თვალები დააჭყეტინა. ახლა მართლა ვერ ფიქრობდა ვინ შეიძლება ყოფილიყო. მოხუცთა თავშესაფრიდანაც ცივი უარის წერილი მოუვიდა. საბედნიეროდ ისე გაიღო კარები, რომ არ მოუწია ხმის ამოღება. მის წინ 15 -ოდე წლის გოგონა იდგა, ნამცხვრის ნაჭრებით სავსე თეფში ეჭირა და ბერიკაცს უღიმოდა.
– გილოცავთ ბედობას. გუშინ მინდოდა თქვენთვის ტკბილეული შემომეტანა და სტუმრიანობის გამო ამ დრომდე ვერ მოვიცალე. მახსოვს ბავშვობაში ხშირად შემოვდიოდი თქვენთან. არ გეგონოთ დამავიწყდით, საქართველოში არ ვცხოვრობდით. წელს დავბრუნდით… ელენე ტიტინებდა, ტიტინებდა. უძლური მოხუცი ხშირად ვერ საუბრობდა, მაგრამ ამ სასიამოვნო და მონატრებული ხმის მოსმენით ტკბებოდა. უცებ გოგონა გაჩერდა და თვალებში ჩააშტერდა. ის ჯერ გაოცებული უყურებდა, შემდეგ თითქოს რაღაცის კითხვა უნდაო და ბოლოს ისეთი გაუხდა, მოხუცი ბედნიერების სიმბოლოს რომ ეძახდა… მას უხაროდა, სიკვდილის სარეცელზე კიდევ ერთხელ რომ იხილა ეს თვალები.
გოგონამ გასვლისას დაუბარა, რომ ყოველ დღე ესტუმრებოდა. უკან მოიხედა, გაუღიმა და ჩაილუღლუღა: “მხოლოდ ჩემი სანტა”. კარი მოიხურა, მერე კი სიხარულით ატირდა.

images

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s