warning!

Standard

images-cms-image-000020587

ხეებს ენანებოდათ ამდენხანს ნაზარდ ფოთლებთან გამომშვიდობება, მაგრამ დაუნდობელი შემოდგომა  მათ სიმწვანეს უკარგავდა და როგორც კი ქარი დაუბერავდა თავქუდმოგლეჯით აწყდებოდნენ ტოტებს უკვე ჩამავალმზისფერდადებულები და იმ მიწისკენ მიეშურებოდნენ, რომელიც ნეშომპალად აქცევდა და მათ სახელს მალე დავიწყებას მისცემდა.

იდგა ფანჯარასთან ფოთოლცვენის შემყურე და ფიქრობდა როგორმე დაეჩქარებინა მიწასთან შეერთება. აბაზანაში შევიდა. დღეს პირველად არ მიუქცევია ყურადღება მოძალადე ქმრის სიტყვებისთვის – “ამომიტანე სიგარეტი, თორემ!..”

მოემზადა ჩასაწოლად, თმის საშრობი შეაერთა და … ეს იყო წამები, როცა გრძნობდა რაღაც აღმატებულს, განსხვავებულს. ეს არ იყო ტკივილი, მაგრამ გონს რომ მოვიდა დარწმუნებული იყო ყველაზე დიდ ტკივილს აწი განიცდიდა ქმრის მიერ მიყენებულს.

თვალი გაახილა და მისი ხელი იგრძნო მაჯაზე, იგი უჭერდა და ეს არ ჰგავდა მოძალადე ხელს. გრძნობდა როგორ ითხოვდა პატიებას, გრძნობდა როგორ უყვარდა. ძლივს დააშორა ბაგეები ერთმანეთს და ჩურჩულით წარმოსთქვა სიტყვა, რომელიც ძალიან ჰგავდა “მაპატიეს”. გოგომ მეუღლის თითები მის თითებს შორის მოაქცია, გაუღიმა და ასე შეუნდო.

საავადმყოფოს ეზოში ხეების ნერვიული ზნექვა და ხან თითქმის ფესვებამდე გართხმა, წუთი- წუთზე დასამარხ შვილთან დედის გამოთხოვებას ჰგავდა, რომლებსაც ქარი დაუნდობლად აცლიდა ფოთლებს, მაგრამ ტოტებს აქა-იქ მაინც შერჩენოდა სიმწვანე, რის გამოც ჯერჯერობით მარტო დარჩენა არ ეწერათ.

Capture